. პროექტის სახელი:მითიდან-რეალობამდე
. პროექტის მოკლე აღწერა: ქართულ ისტორიულ სივრცეში არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა მითიური ბურუსით არის მოცული, ასეთივეა საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ.ჩვენ არ გავაკმაყოფილებს, ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობის შესახებ, ფართო საზოგადოებაში არსებული პრიმიტიულ-ლეგენდარული ინფორმაციის არსებობა და გვსურს, უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ და თანატოლებს გავაცნოთ,ის პირველი ნაბიჯები და პერიპეტიები, რომელიც ქართული სახელმწიფოს შექმნასთან არის დაკავშირებული.
.პროექტის სრული აღწერა: დიაოხი, კოლხა, კოლხეთი... საქართველო-ეს ის ეტაპებია, რომელიც განვლო ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი არსებობის მანძილზე და დღესაც განაგრძობს მსოფლიო გეო-პოლიტიკურ სივრცეში თვითდამკვიდრებისა და თანაარსებობისათვის ბრძოლას.ადამიანისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობისა და ცვალებადობის თვისება, ვრცელდება კაცობრიობის ყოფით ფორმაზეც. აგრესიული, ექსპანსიური, გლობალისტური ტენდეციების მატარებელი გარე- პოლიტიკური სამყარო ძვ. წელთაღრიცხვის III საუკუნეშიც არსებობდა, ქართლის სამეფოს შექმნის სათავეებთან და დღესაც, XXI საუკუნეში განაგრძობს არსებობას. იცვლება ფორმა, შინაარსი კი იგივე რჩება. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა არსებობის ახალ, მეტად რთულ, გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, აუცილებლად მიგვაჩნია წარსული ყოფის გააზრება, გაანალიზება და გათვალისწინება. ჩვენ უნდა მოვიძიოთ, ის ისტორიული წერილობითი, არქეოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი მასალა, რომელიც უკავშირდება ქართლის სამეფოს წარმოშობას და შევეცადოთ, გავარკვიოთ, ფარნავაზის, როგორც ისტორიულ-მითიური ფიგურის არსებობის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლები. გვსურს, გავარკვიოთ, ლიდერის, როგორც ასეთის, მნიშვნელობა და როლი სახელმწიფოებრივი განვითარების ფონზე.
მონაწილეთა ასაკი:15-16
. პროექტის ხანგრძლივობა:2 თვე
. პროექტის აქტივობები: ისტორიულ-სამეცნიერო კვლევა: მასალების მოძიება-1.ჯანაშიას სახელობის ისტორიულ და ასევე ხელოვნების მუზეუმში.2. მცხეთის არქეოლოგათა ბაზაზე და მცხეთის სამხარეო მუზეუმში. 3.ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში...ინტერვიუები მეცნიერ-ისტორიკოსებთან. 4. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ფოტო-არქივის შექმნა. წამოდგენილი ვიზუალური მასალისაგან საპრეზენტაციო ფორმატის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები და სარგებელი სხვებისთვის: ჩვენი კვლევა საშუალებას მოგვცემს, ფარდა ავხადოთ, ფარნავაზისა და ქართლის სამეფოს არსებობასთან დაკავშირებულ ბურუსს და იგი მითიური განზომილებიდან, რეალურ განზომილებაში გადმოვიყვანოთ. ჩვენს თანატოლებს უფრო საინტერესო კუთხით დავანახებთ, ჩვენი წინაპრების ყოფასა და ბრძოლას მსოფლო ინტეგრაციისა და თვითიდენტურობისათვის...წარსულის კვლევა და ჭვრეტა, აწმყოს სწორ აღქმასა და მომავლის ორიენტირებაში დაგვეხმარება.
. სამუშაო ენა: ქართული
. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი: ჩვენი პროექტი უშუალოს ეხება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგაკვეთილო თემას და ხდება ისეთ მეცნიერებებთან ინტეგრირება, როგორიცაა: სამართალი, პოლიტოლოგია, ისტორიულ დისციპლინებთან: წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, საგანთან: ინფორმატიკა,ფოტოხელოვნება.
.პროექტის პასილიტატორი: თეა ტყეშელაშვილი
. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:teatkeshelashvili.@gmail.com.
. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:teatkeshelashvili1.blogspot.com
суббота, 10 октября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)